პიკე: "რონალდუ კვლავ ის ფეხბურთელია, რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი"
კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელით, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ. პიკემ ზემოთხსენებული აღიარება ესპანურ პრესასთან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც ფეხბურთელს კითხვა სწორედ რონალდუზე დაუსვეს. იტყობინება, ესპანური პრესა.
"ის არ შეცვლილა. ის კვლავ ის ფეხბურთელია, რომლითაც მე მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი. რონალდუ ის ადამიანია, რომელიც მუდამ მეტს ითხოვს. ნამდვილი მანქანა. ძალიან ამბიციური. ის არასოდეს შეწყვიტავს პროგრესს. ზოგიერთი ამბობს, რომ რონალდუ საუკეთესოა, მაგრამ მას სურს იყოს კიდევ უფრო უკეთესი და ეს ის მიზეზია, რომლის გამო მე მისით აღფრთოვანებული ვარ." - განაცხადა, პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]