"გალათასარაი" დანი ალვესის შეძენას შეეცდება

"გალათასარაი" დანი ალვესის შეძენას შეეცდება

თურქული "გალათასარაი" შეეცდება გადაიბიროს, კატალონიის "ბარსელონას" 30 წლის ბრაზილიელი მცველი, დანიელ ალვესი. თურქული პრესის ინფორმაციით, ალვეშის მიმართ ინტერესს სტამბულელთა ახალი მწვრთნელი, იტალიელი რობერტო მანჩინი იჩენს, რომელსაც ალვესის გადაბირებით სურს კლუბი კიდევ უფრო გააძლიეროს. 

შეგახსენებთ, რომ დანიელ ალვესის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ზაფხულის შემდეგ აქტიურად იწერება, თუმცა ინფორმაციები ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.