არიბასი: "ბარსელონასთან" მატჩში "ოსასუნა" თავს ფენომენალურად იცავდა"

არიბასი: "ბარსელონასთან" მატჩში "ოსასუნა" თავს ფენომენალურად იცავდა"

"ოსასუნას" მცველი, ალეხანდრო არიბასი თვლის, რომ მისი გუნდი ღირსეულ ქებას იმსახურებს ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩის შემდგომ, სადაც მათ "ბარსელონას" უმასპინძლეს (0:0). ფეხბურთელმა "ოსასუნას" დაცვას მაღალი შეფასება მისცა.

"ბარსელონას" წინააღმდეგ გოლის არგაშვება 8 მატჩიანი მოგებათა სერიის და ასევე 64 მატჩიანი სერიის შეჩერება, რომლის განმავლობაშიც ისინი მუდამ იტანდნენ - ეს საკმაოდ რთული დავალება იყო. ვისაც ამის გაკეთება სურს, უდიდესი ძალისხმევა უნდა გაიღოს. გუნდი თავს ფენომენალურად იცავდა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთამაშობდით და მეტოქეს ძალიან პატარა სივრცეებს ვუტოვებდით." - განაცხადა, ესპანელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.