ალეგრი: "მჯერა, რომ "ბარსელონასთან" მატჩში, "მილანი" კარგ ფეხბურთს აჩვენებს"

ალეგრი: "მჯერა, რომ "ბარსელონასთან" მატჩში, "მილანი" კარგ ფეხბურთს აჩვენებს"

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოვებული დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ხვალ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "მილანი" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლებს. იტყობინება, UEFA.

"ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება ნებისმიერისათვის. რათა მოვიპოვოთ სამი ქულა მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დაპირისპირებაში და ჯგუფიდან გასვლის შანსებიც გავიზარდოთ, საჭიროა გამოვიჩინოთ სიმამაცე და ვითამაშოთ მონდომებით. მჯერა, რომ "მილანი" კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ჩვენ შევძლებთ შეცდომების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას. "ბარსელონა" ბურთის ფლობაში ფავორიტი იქნება ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც წინა შეხვედრებში." - განაცხადა, ალეგრიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.