ფაბრეგასი "არსენალში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

ფაბრეგასი "არსენალში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

კატალონიელთა ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ერთ დღესაც იგი ინგლისის დედაქალაქში დაბრუნდება. მოგეხსენებათ, 26 წლის გამთამაშებელმა არსენ ვენგერის გუნდი 2011 წლის ზაფხულში დატოვა, როდესაც "ბლაუგრანამ" მის სანაცვლოდ 25.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

"არსენალი" ჩემს გულშია და ყოველთვის იქნება. არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა იქ და თამაშს თავიდან დავიწყებ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოხდეს", - აცხადებს სესკ ფაბრეგასი.

"არსენალი" დიდი კლუბია, რომლის კარიც ჩემთვის მუდამ ღიაა. ეს გუნდი ერთ დიდ ოჯახს ჰგავს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, თუკი "მეთოფეებს" მწვრთნელი არ ეყოლებათ, ხელმძღვანელობა აუცილებლად მომცემს შანსს, რათა ჩემი სამწვრთნელო შესაძლებლობა სწორედ ამ ლონდონურ კლუბში გამოვავლინო", - დაასრულა "ბარსელონას" მეოთხე ნომერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.