ანჩელოტი: "რონალდუ, მესი და იბრაჰიმოვიჩი - საუკეთესო ფეხბურთელები მსოფლიოში"
მადრიდის "რეალის" იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები რონალდუ, მესი და იბრაჰიმოვიჩი არიან. "ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო სამი ფეხბურთელი - რონალდუ, მესი და იბრაჰიმოვიჩი არიან. თუმცა ზლატანის ტრანსფერი "რეალში" ფაქტიურად შეუძლებელია, რადგანაც მას აქვს ხანგრძლივი კონტრაქტი პსჟ-სთან და ვფიქრობ, რომ მას არ სურს დატოვოს ფრანგული კლუბი".
"მე არასდროს მქონია პრობლემები შვედ ფეხბურთელთან. ის ძალიან ამბიციური ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის სურს გამარჯვება. ის საკმაოდ პროფესიონალი და მაღალი დონის მოთამაშეა. მე ძალიან მომწონს ასეთი ტიპის ფეხბურთელები". - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მესისთან და რონალდუსთან ერთად "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, 23 კაციანთა სიაში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც არის ნომინირებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]