კაპიტნები მესის შეხვდებიან

კაპიტნები მესის შეხვდებიან

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" კაპიტნები - კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა - უახლოეს მომავალში, ლიონელს მესის შეხვდებიან.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ბოლო თამაშებში, ჩვეულად ვერ ბრწყინავს, რაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს შეშფოთებას იწვევს. ცნობილი ხდება, რომ გუნდის კაპიტნები მესისთან შეხვედრას და მასთან გასაუბრებას გეგმავენ. ჩავი აპირებს მესის უთხრას, რომ თუ მას რამეში დახმარება სჭირდება, ამისთვის მთელი გუნდი მზადაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.