„ბეტისი“-„ბარსელონა“ - იცით თუ არა, რომ...
"ბეტისთან" გასამართი მატჩის წინ გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.
- "ბეტისთან" სტუმრად ჩატარებულ 48 თამაშში, "ბარსელონამ" 19-ჯერ მოიგო, 13-ჯერ ფრედ ითამაშა და 16-ჯერ წააგო.
- "ბენიტო ვილიამარინზე" გამართული ბოლო 8 თამაშიდან "ბარსამ" მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო 4 ფრედ დასრულდა.
- ვიქტორ ვალდესმა, ანდრეს ინიესტამ და ჩავიმ ამ რვავე შეხვედრაში ითამაშა.
- "ბარსელონას" დღევანდელი შემადგენლობიდან "ბენიტო ვილიამარინზე" გოლი მხოლოდ ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსს გაუტანიათ.
- გასულ სეზონში, 2:1 მოგებულ შეხვედრაში, ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. ამ თამაშის შემდეგ, არგენტინელს კალენდარული წლის განმავლობაში 86 გოლი დაუგროვდა და მან მანამდე რეკორდსმენ გერდ მიულერს გადაასწრო.
- ხუან ვერდუ და ხავი ტორესი, რომლებიც ამჟამად "ბეტისში" თამაშობენ, "ბარსელონას" სკოლის აღზრდილები არიან.
- "ბეტისის" მწვრთნელი, პეპე მელი "ბარსელონას" 8-ჯერ დაუპირისპირდა. მისმა გუნდებმა 6-ჯერ წააგეს, გაიტანეს 10 და გაუშვეს 26 გოლი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]