სევილიაში პიკესა და ბუსკეტსის გარეშე
ხერარდო მარტინომ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, რომლებიც "ბეტისთან" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. სევილიაში არ მიემგზავრებიან გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრები, სერხიო ბუსკეტსი და ხერარდ პიკე.
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ხერარდ პიკეს მცირე ტრავმა აწუხებს და ის "ბეტისთან" ამის გამო ვერ ითამაშებს. რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსს, მას ზედიზედ 6 თამაში დაუგროვდა და მწვრთნელმა საყრდენ ნახევარმცველს დასვენების საშუალება მისცა.
"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება:
ვალდესი, პინტო, მონტოია, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ტელიო, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]