პეპე მელს "ბარსასთან" ქულაც გაახარებს

პეპე მელს "ბარსასთან" ქულაც გაახარებს

"ბეტისის" მთავარი მწვრთნელი პეპე მელი აცხადებს, რომ თუ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაში, ქულას აიღებს, ეს სასიხარულო ამბავი იქნება.

"ბარსელონას" დამარცხება ჩვენზე უკეთესმა გუნდებმა ვერ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი თავდაუზოგავად მუშაობა და 3 ქულის აღებაა. ბუნებრივია, საჭიროა ისიც, რომ კატალონიელებმა ცუდად ითამაშონ.

მიუხედავად ჩვენი მიზნისა, კატალონიელებთან ქულის მოპოვებაც სასიხარულო ამბავი იქნება. "ბარსელონას" არაერთი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე საუკეთესონი არიან. იმედი მაქვს, მესი თავის საუკეთესო ფორმაში არ იქნება." - აცხადებს პეპე მელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.