ჩავი: "ნეიმარის შესანიშნავად თამაში არ მიკვირს"
"ბარსელონას" ვიცე-კაპიტანი ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ ის გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის თამაშით გაკვირვებული არ ყოფილა.
"არ მიკვირს, რომ ნეიმარი შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. უკვე ყველამ გაიგო, რომ საქმე გვაქვს ბრწყინვალე ფეხბურთელთან, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ეს მას არაერთხელ გაუკეთებია თავისი გოლების, გადაცემების, დრიბლინგებისა და ზოგადად მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენების წყალობით. ჯერ კიდევ კონფედერაციის თასზე გამოჩნდა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელი იყო ნეიმარი, მაგრამ მან მას შემდეგ კიდევ უფრო მოუმატა." - აცხადებს ჩავი ერნანდესი "ბეტისთან" მოგებული თამაშის შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]