ფიგუ: "არ ვიცი, ვინ მიიღებს "ოქროს ბურთს"

ფიგუ: "არ ვიცი, ვინ მიიღებს "ოქროს ბურთს"

წარსულში ცნობილი ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ არ აპირებს იწინასწარმეტყველოს, თუ ვინ გახდება 2013 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი. იტყობინება, Abola.

"ოქროს ბურთთან" დაკავშირებით ყოველთვის დისკუსიები მიმდინარეობს. მე ძალიან გამიხარდა ამ ჯილდოს მოგება, მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ არჩევანი ძალიან სუბიექტურია, სწორედ ამიტომ არ შემიძლია დავასახელო ფავორიტი ამ წელს. არ ვიცი თუ რა როლს ითამაშებს, მოპოვებული ტიტულები, ამიტომ ძალიან რთულია ვიმსჯელოთ, თუ ვის გადაეცემა პრიზი: მესის, რონალდუს თუ რიბერის, რომელმაც ყველაფერი მოიგო." - განაცხადა, ფიგუმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.