„ბარსელონამ“ და UNICEF-მა თანამშრომლობა 2016 წლამდე გაახანგრძლივეს

„ბარსელონამ“ და UNICEF-მა თანამშრომლობა 2016 წლამდე გაახანგრძლივეს

"ბარსელონამ" და UNICEF -მა თანამშრომლობა კიდევ 2 წლით, ანუ 2016 წლამდე გაახანგრძლივეს. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

"ბარსელონა" და UNICEF-ი 2006 წლიდან თანამშრომლობენ. შეთანხმების თანახმად, კატალონიური კლუბი UNICEF-ს წელიწადში 1.5 მილიონ ევროს ურიცხავს და გარდა ამისა, მაისურზე რეკლამის გამოსახვით, ორგანიზაციას პოპულარიზაციასაც უწევს. ამ დროის განმავლობაში, გადამზადდა 8500 მასწავლებელი, რომელთა საქმიანობაც ბავშვების სპორტში ჩაბმა იქნება. გარდ ამისა, "ბარსელონასა" და UNICEF-ის თანამშრომლობის შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დახმარება დაახლოებით 200 ათას ბავშვს გაეწია.

"ბარსელონასა" და UNICEF-ს შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდიოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.