ბარტრა დელ ბოსკეს მადლობას უხდის
"ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა ეროვნულ ნაკრებში მიწვევის გამო ვისენტე დელ ბოსკეს მადლობას უხდის.
როგორც იცით, გუშინ ღამით ეკვატორულ გვინეასთან მოგებულ მატჩში (2:1) მარკ ბარტრას დებიუტი შედგა და 22 წლის ფეხბურთელმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.
"დელ ბოსკეს მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ ახალგაზრდებს ნდობა გამოგვიცხადა. ვფიქრობ, ნდობა შედეგამდე მიგვიყვანს და მთავარი სწორედ ესაა.
ეროვნულ ნაკრებში დებიუტით და მოგებით კმაყოფილი ვარ. ატმოსფერო, თანაგუნდელები... ყველაფერი შესანიშნავი იყო. ეს ოცნების ახდენაა და ვფიქრობ, ასეთი რამ მომავალში კიდევ არაერთხელ მოხდება.
სიმართლეა, რომ "ფურია როხაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს უფრო შორეული პერპექტივა მეგონა. რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სიმტკიცის შენარჩუნების შემთხვევაში სიტუაცია გამოსწორდებოდა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. ასეც მოხდა და ბედნიერი ვარ." - აცხადებს მარკ ბარტრა თამაშის შემდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]