მაისში მარტინოს "მალაგას" ჩაბარება შეეძლო

მაისში მარტინოს "მალაგას" ჩაბარება შეეძლო

ესპანური "მალაგას" სპორტულმა დირექტორმა, ვისენტე კასადომ განაცხადა, რომ კლუბს შეეძლო მთავარ მწვრთნელად "ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო დაენიშნა. 

კასადოს სიტყვების თანახმად, "მალაგა" 2013 წლის მაისში მარტინოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ მისი კლუბი "ნიუელს ოლდ ბოიზი" ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში გავიდა და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 22 ივლისს დაინიშნა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.