სონგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კამერუნისა და ტუნისის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც მასპინძლებმა 4:1 იმარჯვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" კამერუნელი ნახევარმცველი ალექს სონგი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
აფრიკის ზონის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი თამაში 0:0 იყო დასრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებით შეხვედრაში კამერუნს ნებისმიერი ანგარიშით მოგება ჰყოფნიდა. კამერუნმა პირველი ტაიმი ვებოსა და მუკუნაჯოს გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, ტუნისმა ერთი ბურთი კი გაიტანა, მაგრამ საპასუხოდ მაკუნისგან 2 გაუშვა და საბოლოოდ, თამაში კამერუნმა 4:1 მოიგო.
ალექს სონგმა თამაში სრულად ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]