"ბარსელონა" რამირესით ინტერესდება

"ბარსელონა" რამირესით ინტერესდება

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კვლავ განიხილავს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს. ამჯერად კატალონიელები ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ფეხბურთელის, რამირესის შეძენის ვარიანტს განიხილავენ, მაგრამ "ბარსელონა" თუ ბრაზილიელს შეიძენს, ეს მხოლოდ შემდეგ ზაფხულს მოხდება. 

რამირესი "ჩელსის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს, სადაც "ბენფიკიდან" გადაბარგდა. 26 წლის ფეხბურთელი ლონდონელებმა 22 მილიონ ევროდ შეიძინეს. რამირესმა "ჩელსის" მაისური 164-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 26-ჯერ აიღო. ფეხბურთელს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 40-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.