ალვესი „გრანადასთან“ და „აიაქსთან“ ვერ ითამაშებს

ალვესი „გრანადასთან“ და „აიაქსთან“ ვერ ითამაშებს

"ბარსელონას" ლაზარეთში მატებაა. ხორდი ალბას, ლიონელ მესისა და ვიქტორ ვალდესს დანი ალვესიც შეუერთდა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი 7-10 დღე იუქმებს.

ალვესი ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა. "ბარსას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მის მკურნალობას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკელი "გრანადასთან" და "აიაქსთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

შეგახსენეთ, რომ ალვესის, მესისა და ალბას გარდა, შესაძლოა, "გრანადასთან" ვერც პიკემ, ფაბრეგასმა, ჩავიმ და ტელიომ ითამაშონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.