ინიესტა: "მოგებისთვის საკმარისად კარგად ვითამაშეთ"

ინიესტა: "მოგებისთვის საკმარისად კარგად ვითამაშეთ"

"გრანადასთან" იოლად მოგებული თამაშისს (4:0) შემდეგ, კომენტარი შეხვედრაში პირველი გოლის გამტანმა, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ გააკეთა.

"ჩვენი ამოცანა გამარჯვებაა. "ბარსელონა" არ შეცვლილა. მოდუნებისა და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

დღეს, ჩვენ კარგად ვითამაშეთ. საკმარისად გავისარჯეთ იმისათვის, რომ მოგვეგო. ძალზე მჭიდრო კალენდარი გვაქვს და ფორმის შენარჩუნება მმნიშვნელოვანია.

იმედი მაქვს, აპრილსა და მაისში ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში გვეყოლება. ასეთ შემთხვევაში, უფრო ძლიერები ვიქნებით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.