სუბისარეტა: "ტატამ გაიგო, თუ რას ნიშნავს "ბარსელონა"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ტატა მარტინომ გუშინ "გრანადასთან" მატჩში ადამა ტრაორეს დებიუტის საშუალება მისცა, ამით კი სპეციალისტმა დაამტკიცა, რომ "ბარსელონას" საფეხბურთო ფილოსოფია აითვისა.
"ტატამ გაიგო, თუ რას ნიშნავს "ბარსელონა", ასევე ისიც, რომ ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ვაძლევთ, როდესაც გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არიან. ადამა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ის მოედანზე მაინც გამოიყვანეს. მოდით ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ მოედანზე მონტოია, ბარტრა და სერხი რობერტოც თამაშობდა. მათ - ახალი თაობა წარადგინეს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ოცნება." - განაცხადა, სუბისარეტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]