კრუიფი: "ბარსელონას" თამაშის სტილი არ შეცვლილა"

კრუიფი: "ბარსელონას" თამაშის სტილი არ შეცვლილა"

კატალონიური "ბარსელონას" ლეგენდამ, ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ "აიაქსთან" მარცხის შემდეგ (1:2), კატალონიელების ხელმძღვანელობა აუცილებლად უნდა დაფიქრდეს მომხდარზე. იტყობინება, Football Espana. 

"ბარსელონაში" აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რატომ არ მუშაობს ის გეგმები, რომლებიც ადრე თავის სამუშაოს იდეალურად ასრულებდა, ხოლო ახლა არა. რაც შეეხება დისკუსიას, "ბარსელონას" თამაშის სტილზე, ეს თემა ძალიან ვრცელია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ "ბარსას" თამაშის სტილი არ შეცვლილა. გუნდის შემადგენლობაში დანაკლისი მხოლოდ ლიონელ მესის სახით არ იყო, გუნდს სხვა ლიდერებიც აკლდა, მაგრამ მათი თამაშის ტემპი ძალიან დაბალი იყო. "ბარსელონაში" სიმშვიდეა საჭირო. როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, მოედანზე დომინირებს და ეპიზოდებს ქმნის, როგორც "აიაქსმა" გააკეთა, ის აუცილებლად იმარჯვებს." - განაცხადა, კრუიფმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.