"ლივერპულმა" მონტოიასთან მოლაპარაკებები დაიწყო
როგორც ცნობილია, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა მარტინ მონტოიას გადაბირებას ეცდება, რომლის მიმდინარე კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება.
22 წლის ესპანელმა მცველმა და მისმა აგენტმა, კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი გამოთქვეს, თუმცა ჯერჯერობით კომპრომისი არაა ნაპოვნი, ვინაიდან მონტოიას ადგილზე ძირითად შემადგენლობაში დანიელ ალვესი თამაშობს.
მერსესაიდელთა დირექტორი იან ეირი, ხუთშაბათს "ბარსელონას" წარმომადგენლობას შეხვდა. ინგლისელები შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ.
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გუნდის დაცვის ხაზში კონკურენციის გაზრდას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში გუნდმა ალი სისოკო და ჯონ ფლენეგენი შეიძინა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში მონტოიამ შვიდი ჩატარებული მატჩიდან, ექვსი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]