ბარტრას კონტრაქტის გახანგრძლივების სჯერა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა გამოთქვა იმედი, რომ მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
"მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ძალიან კარგად მიმდინარეობს", - აცხადებს მარკ ბარტრა Aljazeera Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.
"თუმცა, ამ საკითხის დეტალებზე ჩემი აგენტი და ხელმძღვანელები იმსჯელებენ. მე კი ყურადღება კარგად თამაშსა და ყოველდღიურ ვარჯიშზე უნდა გავამახვილო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია", - დაასრულა ესპანელმა მოთამაშემ.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ათი შეხვედრა გამართა და ერთი ბურთის გატანა შეძლო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტი არამარტო ბარტრას, არამედ ვიქტორ ვალდესს, ხოსე მანუელ პინტოსა და მარტინ მონტოიასაც უმთავრდებათ. ეს უკანასკნელი "ბლაუგრანას" შემადგენლობაში დარჩენას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენით ინგლისური "ლივერპულია" დაინტერესებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]