სანაბრიამ "არსენალი" აირჩია

სანაბრიამ "არსენალი" აირჩია

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარს აცხადებს.

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანტონიო სანაბრიას შეძენით ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ინტერესდება, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა დაიწყო.

თუმცა, წყაროების თანახმად, პარაგვაელი თავდამსხმელი კატალონიელებთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. 17 წლის მოთამაშე მზადაა, დატოვოს ესპანეთი და კარიერა მის საზღვრებს გარეთ, კერძოდ კი ინგლისში გააგრძელოს.

სანაბრიას მიმდინარე კონტრაქტში გარკვეულია მისი სატრანსფერო ღირებულება, რომელიც დაახლოებით სამ მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.