ვალდესი FIFAPro XI-ის კანდიდატთა შორისაა

ვალდესი FIFAPro XI-ის კანდიდატთა შორისაა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) FIFAPro XI-ის კანდიდატ მეკარეთა ხუთკაციანი სია გამოაქვეყნა. კანდიდატთა შორის მოხვდა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" 31 წლის მეკარე ვიქტორ ვალდესი.

ვალდესთან ერთად დასახლედნენ შემდეგი მოთამაშეები: იკერ კასილიასი ("რეალ მადრიდი"), ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), პეტერ ჩეხი ("ჩელსი") და მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"). გარაჯვებული ციურიხის კონგრესის სახლში 2014 წლის 13 იანვარს, ფიფას ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე გამოვლინდება. 

მომავალ კვირას ფიფა დანარჩენ პოზიციებზე მოთამაშე ფეხბურთელთა კანდიდატურებსაც წარადგენს, ასევე გაამხელს შემოკლედბულ სიას შემდეგ ნომინაციებში: ფიფას ოქროს ბურთი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი (ქალთა/მამაკაცთა) და ფიფას პუშკაშის ჯილდო.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.