რონალდო: „ოქროს ბურთს“ მესი მოიგებს“

რონალდო: „ოქროს ბურთს“ მესი მოიგებს“

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი რონალდო, რომელსაც "ბარსელონასა" და "რეალში" უთამაშია, მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთს" კვლავ კატალონიელთა არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი მოიგებს.

"ბოლო 5 წლის განმავლობაში ლიონელ მესიმ ბევრი თამაში ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში ის მსოფლიოს უმთავრესი საფეხბურთო ვარსკვლავი იყო. ახლა, მესის ტრავმა აქვს, რომელიც სერიოზული არაა, მაგრამ მას არაერთი თამაშის გამოტოვება მაინც უწევს, რისი წყალობითაც, მესი დაისვენებს და ელემენტებს დატენის.

ვფიქრობ, "ოქროს ბურთს" კვლავ ლიონელ მესი მოიგებს." - რონალდოს ამ სიტყვებს მადრიდული Marca ავრცელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.