„კარტახენა“-„ბარსელონა“ - საინტერესო ფაქტები
გთავაზობთ "კარტახენასა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში (1:4) დაფიქსირებული საინტერესო შემთხვევების ჩამონათვალს.
- სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლის ყველა ტურნირზე გატანა მოახერხა. მას სულ 7 გოლი დაუგროვდა, აქედან 5 ლა ლიგაში, ხოლო თითო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე.
- ფაბრეგასი ასევე ლიდერობს საუკეთესო ასისტენტთა ცხრილს. მას 11 საგოლე გადაცემა აქვს. შემდეგ მოდიან ნეიმარი (9) და სანჩესი (4).
- მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა, რომ "ბარსელონამ" მდევრის როლში ყოფნის მიუხედავად მოიგო. პირველად ეს "ვალიადოლიდთან" ასევე 4:1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.
- პინტომ, ესპანეთის თასზე, "ბარსელონას" მაისურით, მე-40 თამაში ჩაატარა.
- მიმდინარე სეზონში პედრო "ბარსელონას" მე-2 საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ მესის შემდეგ. ესპანელ თავდამსხმელს 9 გოლი აქვს გატანილი. ის მესის 5 გოლით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან ალექსის სანჩესს ერთით უსწრებს.
- სერხი რობერტომ, მიმდინარე სეზონში, ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
- ჟან მარი დონგუ "ბარსას" აღზრდილი მე-3 ფეხბურთელია, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი ტატა მარტინოს დროს ჰქონდა. მანამდე ეს ადამა ტრაორესა და პატრიკის შემთხვევაში მოხდა.
- 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ბარსელონამ" ესპანეთის თასის პირველ მატჩში გოლი გაუშვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]