"სპარტაკთან" გამარჯვება ციფრებში

"სპარტაკთან" გამარჯვება ციფრებში

 

 – მოსკოვში გამარჯვება ნიშნავს, რომ "ბარსელონა" ზედიზედ 6 წელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებს, ასევე ზედიზედ 9 სეზონია გუნდი 1/8 ფინალში გადის.

 

 – ვალდესი, მასკერანო და მესი გუნდის ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ხუთივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშეს.

 

 – ზემოთხსენებულ მოთამაშეებთან ერთად პედრო და ჩავი არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.

 

 – სესკ ფაბრეგასმა, რომელმაც "სპარტაკთან" მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ჩემპიონთა ლიგაში 75–ე შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი ლიგაში 2004/05 სეზონში, "არსენალის" რიგებში შედგა. ამ ტურნირზე მას 20 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც ბოლო 2 გოლი "ბარსაში" ჩატარებულ 13 შეხვედრაში გაიტანა.

 

 – მიმდინარე სეზონში მესამედ მოხდა ისე, რომ ძირითად შემადგენლობაში ერთად მოხვდნენ ბუსკეტსი, ჩავი, სესკი და ინიესტა.

 

 – ხავიერ მასკერანომ და სერხიო ბუსკეტსმა მოსკოვში ყველაზე მეტი, 12 და 11 ჩაჭრა განახორციელეს შესაბამისად.

 

 – ჟორდი ალბამ ბოლო 12 შეხვედრაში 11 ძირითად შემადგენლობაში დაიყო. ბოლოს მან სათასო შეხვედრა გამოტოვა "ალავესთან", სადაც ტიტომ დასვენების საშუალება მისცა.

 

 – "სპარტაკთან" მატჩში გოლის გატანა შეძლო დანი ალვესმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის 13–მა ფეხბურთელმა მოახერხა თავის გამოჩენა.

 

 – ბრაზილიელ მარჯვენა მცველს გოლი 26 თებერვლის შემდეგ არ ჰქოდნა გატანილი. ბოლოს მან მადრიდის "ატლეტიკო" (1:2) დაამწუხრა.

 

 – შეხვედრაში 2 გოლის გატანის შემდეგ ლეო მესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი დაგრუვდა, ამდენივე გოლით ის ჩამორჩება კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენს, გერდ მიულერს (85).

 

 – ჟერარდ დეულოფეუმ მიმდინარე სეზონში გუნდში პირველი თამაში ჩაატარა. ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი არ იყო. შარშან დებიუტი მას "ბატესთან" (4:0) მატჩში ჰქონდა.

 

 – მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში "ბარსელონამ" 6 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა. აქედან 4 შეხვედრა სტუმრად ჩატარდა, ხოლო 2 "ნოუ კამპზე".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.