ბარტრა "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ბარტრა "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კატალონიის "ბარსელონას" ნამდვილად მოუწევს კლუბში ახალგაზრდა ესპანელი ცენტრალური მცველის შენარჩუნება. ძირითადი ფეხბურთელების ტრავმიანობის გამო, მარკ ბარტრა გუნდში საკმაოდ დიდ სათამაშო პრაქტიკას ღებულობს ამის შედეგად კი ხერარდო მარტინოსათვის და "ბარსელონასათვის" გუნდის ერთ-ერთ საიმედო ფიგურად იქცა. 

კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მზად არის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყოს და მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში იწურება. როგორც წყარო იტყობინება, მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია და ახალი კონტრაქტი შობამდე გაფორმდება. წინასწარი ცნობით, ბარტრა გუნდთან 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.