პეპ გუარდიოლა - 200 გამარჯვება სამწვრთნელო კარიერაში
გუშინ მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-15 ტურში ბრემენის "ვერდერი" გამანადგურებელი ანგარიშით (0:7) დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს და გერმანელთა თავკაცს, პეპ გვარდიოლას თავის სამწვრთნელო კარიერაში 200 გამარჯვება დაუგროვდა. ესპანელი სპეციალისტის გუნდებმა 50 მატჩი ფრედ ითამაშა ხოლო 22-ში მარცხი იწვია.
გვარდიოლას "ბარსელონამ" და "ბაიერნმა" 272 მატჩში 715 გოლის გატანა მოახერხა. ესპანელმა სპეციალისტმა 2008-2013 წლებში: ესპანეთის ჩემპიონატის (2009, 2010, 2011), ესპანეთის თასის (2009, 2012), ესპანეთის სუპერთასის (2009, 2010, 2011), ჩემპიონთა ლიგის (2009, 2011), ევროპის სუპერთასის (2009, 2011, 2013) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის (2009, 2011) მოგება მოახერხა. გვარდიოლა "ბარსელონას" სათავეში 2008-2012 წლებში იდგა. ამ წლების მანძილზე კი "ბარსელონას" ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი გახდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]