სენა:" ნეიმარი შესანიშნავია"

სენა:" ნეიმარი შესანიშნავია"

"ნიუ იორკ კოსმოსის" ფეხბურთელმა მარკოს სენამ ბევრი სეზონი "ვილიარეალში" გაატარა. მისი ყოფილი გუნდი დღეს "ბარსელონას" ეთამაშება, სენამ კი ნეიმარი შეაფასა. 

"ნეიმარმა ადაპტაცია თითქმის გაიარა. მისთვის კარგი იქნება, თუ მოედანზე თავდაჯერებული გავა. ყველას გვსურს, რომ ნეიმარმა "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწიოს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია."

"ბარსელონას" წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია. კატალონიური გუნდი მარტივი დასამარცხებელი არაა. ამისათვის საჭიროა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდე. ორივე გუნდს აქვს გამარჯვების შანსი. მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების." - დაასრულა სენამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.