"ბარსელონა" – "ვილიარეალი": ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
გუშინ, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებმა "კამპ ნოუზე" "ვილიარეალს" უმასპინძლეს და ანგარიშით 2–1 დაამარცხეს მეტოქე. მარჩის შემდეგ ანდრეს ინიესტამ განაცხადა: "ძალიან ძნელი იყო, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ. თამაშის ხარისხს ნელ–ნელა ვაუმჯობესებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ."
ესპანელმა ფეხბურთელმა ნეიმარის შესანიშნავი თამაშიც აღნშნა და განაცხადა, რომ ბრაზილიელს მატჩის ბედი შეცვლა შეუძლია, ამასთანავე იმედი გამოთქვა, რომ გატანილი გოლების სერია კიდევ დიდხანს არ შეწყდება.
ინიესტას თქმით, ამჟამად გუნდის მთავარი მიზანი კარტრახენასთან გამარჯვება და "ხეტაფესთან" სამი ქულის მოპოვებაა, ასევე იმ სხვაობის შენარჩუნება და, თუ შესაძლებელი იქნება გაზრდაც, რომელიც ლა ლიგის ცხრილში გუნდს აქვს.
მატჩის შემდეგ კომენტარი სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
მარკ ბარტრა
"მოხარული ვარ იმ შანსითა და ნდობით, რომელსაც ფეხბურთელები და მწვრთნელი მიცხადებს. დღეს, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. ამ მატჩის მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩვენ ლა ლიგის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ" – განაცხადა ესპანელმა.
სერხიო ბუსკეტსი
"სანამ ანგარიშს გაგვითანაბრებდნენ მეტი გოლი უნდა გაგვეტანა."
"ლიგის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და სამივე გუნდს ("ბარსა", "ატლეტიკო", "რეალი") თანაბარი შანსი აქვს, თუმცა ჩვენი უპირატესობა მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს" – განაცხადა "ბარსას" თექვსმეტმა ნომერმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]