ბუსკეტსი:" თამაშის სტილი გავაუმჯობესეთ"

ბუსკეტსი:" თამაშის სტილი გავაუმჯობესეთ"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი გუშინდელი მოპოვებული გამარჯვებით ბედნიერია. 

"ბედნიერი ვარ, რომ ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება შევძელით. კიდევ ერთი მატჩი მოვიტოვეთ უკან. ახლა ყურადღება ესპანეთის თასზე უნდა გადავიტანოთ და ამ მატჩისთვის მოვემზადოთ."

"გუნდი კარგ ფორმაშია და თამაშის სტილს ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ. ძალიან ცუდია, რომ "ხეტაფესთან" მატჩში ნეიმარი და მესი დაგვაკლდებიან. ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ შევეცდებით მატჩი მაინც მოვიგოთ." - დაასრულა სერხიო ბუსკეტსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.