ჟორდი ალბა: "განსაკუთრებული საღამო იყო"
"ვილიარეალთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟორდი ალბა ჟურნალისტებს გაესაუბრა: "ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული საღამო იყო, ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ."
ესპანელმა განაცხადა, რომ ის კარგ ფორმაშია და მოხარულია, რომ გუნდს დაუბრუნდა: "თავს ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ ვიდრე ტრავმის მიღებამდე. მოხარული ვარ გუნდში დაბრუნებით."
ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუშინდელ მეტოქეზეც გაამახვილა ყურადღება: "ვილიარეალი" შესანიშნავი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ლა ლიგაზე. პირველ ნახევარში მათ მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მეორეში კი რამდენიმე რაც საკმაოდ ნორმალურია."
"მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველ პოზიციაზე ვასრულებთ და ასევე სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მესამე ადგილზე მყოფ გუნდს ხუთი ქულით ვუსწრებთ" - განაცხადა ესპანელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]