ინიესტა:" კონტრაქტზე შეთანხმება ისევ მიმდინარეობს"

ინიესტა:" კონტრაქტზე შეთანხმება ისევ მიმდინარეობს"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრა.

"ყველაფერი ჩვეულ ტემპში მიდის. არცერთი მხარე მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე უარს არ ვამბობთ. ეს მარტივი პროცედურაა, რომელიც დროში იწელება, რადგან იურიდიული საკითხებია შესათანხმებელი."

"სხვა გუნდში თამაშზე არც მიფიქრია. თუ წელს ვერ მოვახერხეთ კონტრაქტის გახანგრძლივება, მაშინ შემდეგი წლის დასაწყისში მოვახერხებთ. მეტის თქმა ამჟამად აღარ შემიძლია." - დაასრულა ინიესტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.