როსელი:" სასამართლოში საქმე არ გვაქვს"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლიონელ მესის მამა და მისი მეგობრები ფულს ლიონელ მესის მიერ ჩატარებული ამხანაგური მატჩებით ათეთრებენ, ხოლო გუშინ ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ესპანეთის სასამართლო ნეიმარის სატრანსფერო საბუთებს ითხოვს.
"ჩვენ სასამართლოში საქმე არ გვაქვს. ესპანური პრესა ცდილობს ჩვენი რეპუტაციის შელახვას. ნეიმართან დაკავშირებული ყველა სატრანსფერო საბუთი გაგვაჩნია. თუ სასამართლო ამას მოითხოვს, ჩვენ წარვუდგენთ, მაგრამ ამაზე გამოძიება ნამდვილად არ დაიწყება."
"რაც შეეხება ლიონელ მესის მამაზე გავრცელებულ ჭორებს ეს პირდაპირი ანტი პიარია. ვიღაცას სურს, რომ საზოგადოების თვალში ლიონელ მესიმ რეპუტაცია დაკარგოს." - დაასრულა სანდრო როსელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]