იოჰან კრუიფი:"მე მომწონს ფეხბურთი". შესავალი

იოჰან კრუიფი:"მე მომწონს ფეხბურთი". შესავალი

2002 წელს იოჰან კრუიფმა შესანიშნავი წიგნი დაწერა სახელად "მე მომწონს ფეხბურთი". Brcamania.ge, კერძოდ კი მე გთავაზობთ ამ წიგნის ქართულ თარგმანს. 

 

 

სერხიო პამესის შესავალი*

 

 

იოჰან კრუიფი 54 წლის ასაკში ფეხბურთს მხოლოდ მის შვილიშვილებთან ერთად თამაშობს. როდესაც მას სურვილი უჩნდება, ის სიამოვნებით იხსენებს მის საუკეთესო სამწვრთნელო კარიერას. ამასთან მისი ტელეფონი წამითაც კი არ ჩუმდება. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ენერგიული და მდიდარი მსურველი (იტალიელი, ინგისელი, თურქი, გერმანელი, ბერძენი, შვეიცარიელი, ამერიკელი თუ ესპანელი), რომელიც მზადაა მას შესთავაზოს მსოფლიოს ოქრო, იმისათვის, რომ სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს. იმ ენაზე, რა ენაზეც მსურველი რეკავს, კრუიფი ერთი და იგივე ფრაზას იმეორებს, რომელის 1996 წლის 18 მაისს წარმოთქვა: "მადლობა, მაგრამ მე ამით არ ვინტერესდები". ის წავიდა სიმშვიდით, მაგრამ მას სტაბილური სამუშაო არ აქვს. ზოგჯერ ის კომენატატორის როლს ითავსებს. ის მუშაობს პროექტებზე, რომელიც ოდნავ მაინც ეხება საბაზისო ფეხბურთს.

ის გამუდმებით იღებს სიახლეებს ყოფილი პარტნიორებისა და ფეხბურთელებისგან, რომლებსაც ის ადრე წვრთნიდა (იმათთანაც კი, ვისთანაც მას ოდესმე კონფლიქტი მოსვლია), თავისი მეგორებისგან. აღარ ვსაუბრობ ჟურნალისტებზე, რომლებსაც იოჰანის აზრი აინტერესებთ სხვადასხვა თემაზე. ის მოგზაურობს, იღებს მონაწილეობას შეკრებებში, უყურებს მატჩებს მისი შვილის ხორდის მონაწილეობით, რის შემდეგაც ის ბრუნდება თავის საყვარელ ქალაქში, ბარსელონაში. იქ, როდესაც ის ქუჩაში გამოდის, უცხო თუ ნაცნობი ყველა ღიმილით ხვდება. ისინიც კი, რომლებიც მწვრთნელობის პერიოდში მას ტრიბუნებიდან უსტვენდა. ახლა ისინი ერთმანეთში არეული გრძნობებით ხვდებია, პატივისცემით, მადლიერებითა და სიმპატიით.

ბოლო ათწლეულში, ფეხბურთელი დაიწყო ახალი პერიოდი, სადაც ხორციელდება გრანდიოზული ტრანსფერები ანუ გრანდიოზული სისულელეები, რომლებიც თავად ფეხბურთის სილამაზეს საფრთხეს უქმნიან. ახლა საუბრობენ ფულზე, სპონსორებზე, უფლებებზე, იმიჯზე, რეკლამაზე, რენტაბელობაზე, შუამავლებზე, დებეტზე და კრეტიდზე და ყველაზე ნაკლებად ფეხბურთზე და მის ფასზე. ამ წიგნში იოჰან კრუიფი საუბრობს ბევრს ფეხბურთზე და ცოტას ფინანსებზე. ეს აზრები ჩვეულებრივი მომაკვადის არ გეგონოთ. ამ წიგნს დაწერს ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და მოთამაშე თავად ფეხბურთის ისტორიაში. მათი ტრადიციულად დასახელება არ შეიძლება. ბევრი დამეთანხმება, რომ თავად იოჰან კრუიფი "ტრადიციული" პიროვნება არასდროს ყოფილა. ეს იციან ფეხბურთელებმა, ხელმძღვანელებმა, მსაჯებმა, მწვრთნელებმა ვისაც კი მასთან უმუშავია, ჟურნალისტები, კომენტატორები, რომელბიც ზოგჯერ აკრიტიკებდნენ კრუიფს. მას აკრიტიკებდნენ იმიტ, რომ ხშირად არ ესმოდათ მისი გადაწყვეტილებები და შეხედულებები. ნამდვილად, მასთან კამათი მარტივი არაა. მას აქვს ავტორიტეტი, რომელიც მან მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა. იმ სტილის გამო, რომელშიც თავად კამათი მიმდინარეობს. მასთან კამათი ისეთივე ნოვატორული და სწრაფია, როგორც მისი გოლები. მისი დასკვნები ისეთივე ეფექტურია, როგორც მისი ფინტები. ის ერთმანეთში აზავებს ფილოსოფიას, ლოგიკას, ობიექტურობას და გამჭრიახობას. კრუიფისთვის მძიმე დროს, როდესაც თითქოსდა "ბარსელონა" ვეღარ დაიბრუნებდა დიდებას, მან 4 შესანიშნავი სეზონის ჩატარება შეძლო. ერთმა "ბარსელონას"გულშემატკივარმა მითხრა, რომ ჰოლანდიელის უპირატესობა შემდეგშია:" შეიძლება მატჩის დროს მოწყენილი ხარ, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ დიდ სიამოვნებას მიიღებ საკონფერენციო დარბაზში. 

კურიფის დისიდენტური სული არაერთხელ გამხდარა კონფლიქტის მიზეზი მათთან, ვინც ცდილობდა მის შეცვლას ან გამოსწორებას. ალბათ, ის არასდროს ივიწყებდა მამამისის რჩევას, რომელიც ამბობდა, რომ ნაკლებად ენდე იმ ხალხს, რომელიც ეკლესიაში პირველ რიგებში სხედან. სწორედ ამიტომ ის ხშირად ჩხუბობდა ხელმძღვანელობასთან, ვიდრე გულშემატკივრებთან. 

"მსოფლიოში არ არსებობს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია მიბრძანოს რა გავაკეთო. როდესაც მე ვიყავი ფეხბურთელი, "აიაქსის" პრეზიდენტს ჩემი დამცირება უნდოდა, როცა თქვა, რომ მე ძალიან მოხუცი ვარ ფეხბურთისთვის. მაშინ მე 38 წლის ვიყავი. მე მივიღე მოწვევა "აიაქსის" პრინციპული მეტოქისგან და გადავედი "ფეინოორდში". ამ გუნდში მე ქვეყნის ჩემპიონი გავხდი, მოვიგე ჰოლანდიის თასი და გუნდში საუკეთესო ბორმარდირი ვიყავი." - განაცხადა იოჰან კრუიფმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაგრამ ამ წიგნში საუბარია იოჰან კრუიფის პირად ცხოვრებაზე და არა მის შესანიშნავ კარიერაზე. ეს მოგონებები და რამდენიმე საინტერესო ისტორია წარსულიდან დარჩება ამ გვერდებზე, მხოლოდ იმისათვის, რომ აიხსნას, რაში მდგომარეობს მისი ფეხბურთის შეგნება. ყველაზე კარგად ეს შეგნება ერთ სიტყვაში გამოიხატება:" სიამოვნება". ყველას ახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ წამორთქმული მივი სიტყვები:" წადით და ისიამოვნეთ". რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მე გამიმართლა და გამოსამშვიდობებელ მატჩს დავესწარი, მაშინ წარმოთქვა სწორედ ეს სიტყვები:"ახლა კი ისიამოვნეთ" და მთელმა "კამპ ნოუმ" "ბარსელონას" ჰიმნის სიმღერა დაიწყო და აპლოდისმენტებით შეაქეს ხელმძღვანელობისგან დაწუნებული იოჰან კრუიფი. ის ვარჯიშებზე ხშირად ამბობდა:"სწორედ ესაა ჩემი კაბინეტი" და ბურთზე მიუთითებდა. ლაურეანო რუისი კრუიფის დროს ახალგაზრდა "ბარსელონელებს" ავარჯიშებდა. მან ასე აღწერა მისი იდეები:

 

"ის თუ როგორ წარმოუდგენია მას ფეხბურთი, მთელს მსოფლიოს აკვირვებს. მან მოედნინად გაიყვანა ერთი მცველი და თავდასხმაში სამი ფორვარდი დააყენა. ფაქტიურად ბურთი მხოლოდ ფლანგებზე მოძრაობდა. ასე რომ, მან ახალი ცხოვრება შესძინა შემტევ ფეხბურთს: გააზრებული ფრონტი მთელს მინდორზე. მისი გუნდი მუდამ უტევდა, მაგრამ წყნარად, სიჩქარის გარეშე: ფეხბურთელები აკონტროლებდნენ ბურთს, არჩევდნენ სწორ მომენტს, რომ მოემატებინათ თამაშის ტემპისათვის და მეტოქის კარზე გასულიყვნენ"

მაშინ კრუიფის მთელი აზროვნება გადატანილია იმაზე, რომ ფეხბურთსთვის დაებრუნებუნა ის სიამოვნება, რაც ადრე ჰქონდა. მოთამაშეები და გულშემატკივრები მას მადლობას უხდიდნენ. სამწუხაროდ, ამისათვის მან ბევრი წინაღობები გადალახა, რომელიც ამ სპორტის სახეობას უკარაგავს სპონტანუტორბას. სწორედ ამაზე იქნება საუბარი "მე მომწონს ფეხბურთი"-ში.

...დასრასრულს მხოლოდ ისღა დამრჩა სათქმელი, რომ მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება კრუიფის საუბრისგან ფეხბურთის შესახებ. უფრო სწორად კი მოისმინეთ მისი მსჯელობა. როდესაც მე სახლში ვბრუნდები და ჩემი მეუღლე მეკითხება როგორ ჩაიარა დღემ, მე ვეუბნები:"ეს იყო საუბარი პიკასოსთან ხელოვნებაზე". ასეთი შედარება შეიძლება გადამეტებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ასეა. მას შემდეგ რაც მე დავინახე კრუიფი "აიაქსის" ფორმაში, 9 წლის ასაკში, იმის შემდეგ მომსდევს. და როგორც ერთხელ თქვა რომარიომ:"ფეხბურთს კრუიფის თვალით უნდა უყურო."

 * სერხიო პამესი - კატალონიელი მწერალი

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.