მარტინო: „ნეიმარმა მსაჯები უკეთ უნდა შეისწავლოს“
მას შემდეგ, რაც ნეიმარმა ლა ლიგაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბრაზილიელს ესპანელი არბიტრების უკეთ შესწავლა მართებს.
ლა ლიგის გასულ ტურში, ნეიმარმა ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ კუთხურიდან ბურთი არბიტრის ნებართვის გარეშე მოაწოდა. ვინაიდან ეს გაფრთხილება ბრაზილიელისთვის რიგით მე-5 იყო, ის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს გამოტოვებს.
"ნეიმარი ესპანურ ფეხბურთს უნდა შეეჩვიოს. მან არბიტრები უკეთ უნდა შეისწავლოს. პირველი წრის შემდეგ ნეიმარი ყველაფერში უკეთ იქნება გარკვეული. ეს მხოლოდ დროის საკითხია." - აცხადებს ხერარდო მარტინო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]