"ხეტაფესთან", "ატლეტიკოსა" და "ლევანტესთან" მატჩების დრო ცნობილია

"ხეტაფესთან", "ატლეტიკოსა" და "ლევანტესთან" მატჩების დრო ცნობილია

ცნობილი გახდა "ლა ლიგის" მე-18 და მე-19 ტურების თარიღები. ტურნირის პირველი წრის ბოლო თამაშს "ბარსა" "ვისენტე კალდერონზე" 11 იანვარს გამართავს. თამაში, რომელიც სატურნირო ცხრილის პირველადგილოსანს გამოავლენს,  20.00 საათზე დაიწყება. ერთი კვირის შემდეგ, 19 იანვარს 19.00 საათზე,  გუნდი გასვლით შეხვედრას გამართავს "ლევანტესთან".
ამ ორ თამაშს შორის "ბარსელონა" "ესპანეთის თასის" საპასუხო შეხვედრაში გასვლაზე დაუპირისპირდება "ხეტაფეს" (თამაშის დრო და თარიღი ჯერ არ არის ცნობილი), პირველი შეხვერდა კი "კამპ ნოუზე" ჩატარდება 8 იანვარს 22.00 საათზე.
აღსანიშნავია, რომ კლუბი 2013 წლის ბოლო თამაშს კვირას 17.00 საათზე "ხეტაფეს" სტადიონზე გამართავს. 5 იანვარს 2014 წლის პირველ მატჩში "ბარსა" "ელჩეს" უმასპინძლებს. შეხვედრა დაიწყება 16.00 საათზე*.


* თამაშების საათები მოცემულია ადგილობრივი დროით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.