ბართომეუ: "მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე უნდა იყოს"
კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში კლუბი აუცილებლად გადახედავს ლიონელ მესის კონტრაქტის პირობებს. იტყობინება, MundoDeportivo.
"მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე უნდა იყოს, ეს ჩვენთვის ნათელია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ლეოსთან და ასეც იყო წლების მანძილზე. მარტინო? მას კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს და რა თქმა უნდა, ყველაფრით კმაყოფილია "ბარსელონაში". რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს კლუბთან ერთად მუშაობას. ეს ის არის, რაც მას სურს." - განაცხადა, ბართომეუმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]