"ნაპოლის" პრეზიდენტს მასკერანოსთან შეხვედრა პირადად სურს
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო იტალიური "ნაპოლის" ინტერესის სფეროშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელი ნეაპოლელთა თავკაცის, რაფაელ ბენიტესის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
უახლოეს მომავალში იტალიური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, თავად შეხვდეს არგენტინელ ფეხბურთელს და მასთან მოლაპარაკებები პირადად დაიწყოს. პარალელურად ლაურენტისი მოლაპარაკებებს "ტოტენჰემის" 21 წლის ფეხბურთელთან, ერიკ ლამელასთან გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]