ვალდესი: "დაბრუნებისთვის მზად ვარ"
ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ ის ზამთრის არდადეგების შემდეგ დაუბრუნდენა გუნდს. ასევე აღსანიშნავია, რომ ლეო მესიც ახლოს არის გამოჯანმრთელებასთან.
ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონას" რიგებში ბოლო შეხვედრა "ბეტისის" წინააღმდეგ ჩაატარა. მან ტრავმა ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მიიღო.
მეკარემ ტვიტერზე დაწერა: "მე მზად ვარ! მადლობა ხუანხო მუდმივი მხარდაჭერისათვის!"
ვალდესმა ასევე ატვირთა ვიდეო.
"ბარსელონას" ექიმებს ვალდესისათვის თამაშის უფლება ჯერ არ მიუციათ, მაგრამ მეკარე შეიძლება "ელჩესთან" გასამართი დაპირისპირებისათვის მზად იყოს, მესის კი "ატლეტიკოსთან" გასამართი თამაშისათვის ელიან, მაგრამ არგენტინელი შეიძლება უფრო ადრეც დაბრუნდეს და "ხეტაფეს" წინააღმდეგ ითამაშოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]