"ბარსას" გარდა, მუსაჩოთი "ჩელსი" და "სიტი" დაინტერესდნენ

"ბარსას" გარდა, მუსაჩოთი "ჩელსი" და "სიტი" დაინტერესდნენ

"ვილიარეალის" მცველი, მატეო მუსაჩო, "ბარსელონას", "ჩელსის" და "სიტის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც Goal.com იტყობინება, ამ სამი კლუბის სკაუტები მატჩებში 23 წლის არგენტინელ ფეხბურთელს აკვირდებიან, რომლის პერსპექტივები ძალიან მაღალი დონით არის შეფასებული.

წყაროს თანახმად, უკვე იანვარში, აღნიშნული კლუბები მუსაჩოს შეძენას შეეცდებიან, რომლის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მან 17 მატჩი ჩაატარა და გაიტანა ერთი გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.