დელ ბოსკე: "მჯერა, რომ ჩავი და კასილიასი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ"

დელ ბოსკე: "მჯერა, რომ ჩავი და კასილიასი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე იმედოვნებს, რომ ჩავი და კასილიასი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ.

"თუ ჩავი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს თამაშს, ყოველთვის ითამაშებს "ბარსელონაში", მაშინ, რა თქმა უნდა, მე მჯერა მისი. იგივე ეხება იკერ კასილიასს. მას აქვს სათამაშო პრაქტიკა მადრიდის "რეალში", ის ჯანმრთელია. ამიტომ, იკერი ასევე იქნება გუნდში".

"მე უნდა ვთქვა, რომ არსებობს 16 ან 17 ფეხბურთელი, რომლებიც ახლა უკვე მზად არიან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ. მაგალითად, ინიგო მარტინესი, დანიელ კარვახალი, ალვარო მორატა და ხესე როდრიგესი", - ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.