ინიესტა: "ვალდესის გაცილებისას ვიტირებ"

ინიესტა: "ვალდესის გაცილებისას ვიტირებ"

კატალონიური გრანდის ნახევარმცველს, გუნდიდან ვიქტორ ვალდესის წასვლა არ სურს.

მოგეხსენებათ, ესპანელმა გოლკიპერმა კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, რითაც საკუთარი თანაგუნდელები ძალიან გაანაწყენა.

"დარწმუნებული ვარ, ვიქტორ ვალდესის გაცილების დროს, ავტირდები", - აცხადებს ანდრეს ინიესტა.

"თუმცა, იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონის დასრულებას ტიტულთან ერთად მოვახერხებთ. ამით, ჩვენ ვალდესს კატალონიური კარიერის სასიამოვნოდ დასრულებაში შევუწყობთ ხელს", - დაასრულა "ბარსას" რვიანმა.

შეგახსენებთ, 31 წლის მეკარეს ამჟამად არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას. თუმცა, როგორც ითვლება, მისით დაინტერესებას ყველაზე მეტად "მონაკოს" ხელმძღვანელობა გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.