კანისარესი: "ოქროს ბურთს" რიბერი და რონალდუ თანაბრად იმსახურებენ"
"ვანელსიის" ყოფილმა გოლკიპერმა, სანტიაგო კანისარესმა განაცხადა, რომ "ოქროს ბურთს" 2013 წლის საფუძველზე "რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ და "ბაიერნის" ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი თანაბრად იმსახურებენ, რომლებიც ღირსეული კანდიტატები არიან. ამავე დროს, კანისარესმა "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე თქვა, რომ მას საუკეთესო სეზონი არ ჩაუტარებია, იტყობინება გამოცემა "სპორტ უიქენდი".
"რიბერიმ ამ წელს თავის გუნდთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო და ის უფრო გუნდური ფეხბურთელია, მაგრამ რონალდუ ძლიერია ინდივიდუალური თვისებებით".
"მე მიმაჩნია, რომ რონალდუმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო გასულ წელს, ფრანკი კი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი. ორივე თანაბრად ღირსეულნი არიან ამ რანგში".
"მესის საუკეთესო სეზონი არ ჩაუტარებია, გარდა ამისა, მან უკვე იმდენჯერ მოიგო ეს ჯილდო, რომ მე ვიტყოდი - ეს უკვე ძალიან ბევრია", - ციტირებს კანისარესის სიტყვებს "სპორტ უიქენდი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]