ესკრიბა: "ელჩე" "ბარსელონასთან" შეხვედრას ელის"
"ელჩეს" მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის უახლოეს მატჩში, "ბარსელონასთან", ბრძოლას შეძლებს. სპეციალისტის თქმით, მის მოთამაშეებს კატალონიურ გუნდთან მატჩში დადებითი შედეგის მიღწევის შანსი აქვთ.
"ჩვენ ველით მათთან შეხვედრას, თუმცა მესმის, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ქულების მოპოვება შეუძლებელი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ მის გამოყენებას შევეცდებით. უნდა ვეცადოთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი და იმედი მაქვს, "ბარსელონა" თავის შანსებს ვერ გამოიყენებს, სხვაგავარად კი შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაქსიმალური ეფექტურობა და საიმედოობა თავდასხმაში. სათქმელად ადვილია, მაგრამ "ბარსელონასთან" მატჩში ამ ამოცანების შესრულებაა რთული" - ციტირებს ესკრიბას სიტყვებს Football Espana.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]