მოლინა: "არის კლუბი, რომელიც მესისთვის 400 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა"

მოლინა: "არის კლუბი, რომელიც მესისთვის 400 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა"

Euromericas Sport Marketing-ის ექსპერტმა, ხერარდო მოლინამ განაცხადა, რომ არის კლუბი, რომელიც "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხის გადასახდელად მზადაა, იტყობინება ესპანური პრესა. მოლინა ამ კლუბს არ ასახელებს, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ჩვენ პსჟ-ზე ვსაუბრობთ.

"არის კლუბი, რომელიც მზად არის მესის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, სამმა ევროპულმა კლუბმა გვთხოვა შეგვესწავლა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება და ჩვენ მათ ამის შესახებ შევატყობინეთ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ კლუბების დასახელება, კონფიდენციალური ინფორმაციის გამო", - განაცხადა მოლინამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.