"ბარსელონა" ტელიოს "ვალენსიაში" არ გაუშვებს

"ბარსელონა" ტელიოს "ვალენსიაში" არ გაუშვებს

კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვიტა. როგორც ესპანური პრესა იტყობინება, პრიმერას მთელ რიგ კლუბებს, მათ შორის "ვალენსიასაც", "ბარსელონას" თავდამსხმელის, კრისტიან ტელიოს სეზონის ბოლომდე არენდით აყვანა სურთ.

თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ ყველა მათგანს უარი უთხრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელი "ბარსელონაში" მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, ტელიომ 10 მატჩი ჩაატარა და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია "ლივერპულის" ინტერესზე ახალგაზრდა ესპანელის მიმართ, თუმცა, კატალონიელებმა მაშინაც კატეგორიული უარი განაცხადეს ტელიოს ტრანსფერზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.