FA-ს პრეზიდენტი: "ეუსებიო თავისი დროის რონალდუ ან მესი იყო"

FA-ს პრეზიდენტი: "ეუსებიო თავისი დროის რონალდუ ან მესი იყო"

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის (FA) პრეზიდენტმა, გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ ლეგენდარული პორტუგალიელი, ეუსებიო, რომელიც 5 იანვარს გარდაიცვალა, თავისი დროის ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი იყო. დაიკმა ეუსებიოს იმ დროის ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ უწოდა.

"ის თავისი დროის ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იყო. ყველა თაობას ჰყავს თავისი დიდებული ფეხბურთელები. ეუსებიო მსოფლიო კლასის ფეხბურთელი იყო, რომელმაც უდიდესი რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა. მას ჰქონდა ბუნებრივი ნიჭი, რომელსაც ფეხბურთელების უმრავლესობაში ვერ შევხვდებით." - განაცხადა, დაიკმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.